ხილარი - ხილის გადამმუშავებელი საწარმო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში, სახელმწიფოს მხარდაჭერით ხილის გადამმუშავებელი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს "ხილარი" 2017 წლიდან ფუნქციონირებს. საწარმოში წელიწადში 500,000 ბოთლ სხვადასხვა სახეობის წვენს ასხამენ; პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე ხდება. საწარმოში, ჯამში, 1,500,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 710,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, დანარჩენი თანხა კი ბენეფიციარის ინვესტიციაა. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.