ალექსანდრე ზარიძე - პირველი მოსავალი
ბენეფიციარი პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 3.99 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 39,900 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 29,988 ლარი ნერგებზე, ხოლო 9,912 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. მან კუთვნილ ფართობზე 4 სხვადასხვა ჯიშის ბაღი გააშენა და წელს პირველი მოსავლის სახით 50 ტონა ვაშლს ელოდება. ბაღში 10 ადამიანია დასაქმებული. ბენეფიციარმა ასევე ისარგებლა კიდევ ერთი სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამით და შეღავათიანი აგროკრედიტის სახით 175,000 ლარი აიღო, ბაღის მოწყობა/გაფართოებისთვის.