ახალი თევზი - თევზის გადამამუშავებელი საწარმო ქარელში
კომპანია „ახალი თევზი“ წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოში 65 ადამიანია დასაქმებული. ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, იგეგმება ექსპორტზე გატანაც. კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1 500 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249 081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311 352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.