კავკასუს ორგანიკ ფრუტსი - ხილის გადამმუშავებელი საწარმო
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამმუშავებელი საწარმო - შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ აშენდა. კომპანიამ ისარგებლა სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამებით, „შეღავათიანი აგროკრედიტით“ და „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით“. კომპანია წელიწადში 50 ტონაზე მეტ სხვადასხვა ხილის ჩირს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია ძირითადად საექსპორტოა და ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება, თუმცა იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებაც. შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსში“დასაქმებულია 50-მდე ადამიანი. საწარმოში დანერგილია საერთაშორისო სტანდარტი FSSC 22000.