ტაოფუდი - კომბინირებული საკვების საწარმო
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარმა, მანანა მეტრეველმა კომბინირებული საკვების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ააშენა. საწარმოში თვეში 80-მდე ტონა კომბინირებულ საკვების წარმოებაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის „ტაოფუდი“ სახელით ხდება. საწარმოში, ჯამში, 900,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს 600,000 ლარს, 300,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა. საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული.