სამწევრისის კომბინირებული საკვების გადამმუშავებელი საწარმო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში, სახელმწიფოს მხარდაჭერით კომბინირებული საკვების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო აშენდა. საწარმოში 1,600 ტონა კომბინირებული საკვების წარმოებაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. საწარმოში, ჯამში, 570,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, აქედან, 228,000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 285,600 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.