პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

აგროდაზღვევა

თუ ფლობთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, რომელზეც გაშენებულია ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი კულტურები, სახელმწიფო გთავაზობთ აგროდაზღვევას სტიქიური მოვლენებისგან, რომელიც დაგეხმარებათ შეამციროთ სავარაუდო რისკები და შეინარჩუნოთ შემოსავალი. 

თქვენ შეგიძლიათ, დროულად დაიჭიროთ თადარიგი და დააზღვიოთ მოსავალი ისეთი სტიქიური მოვლენებისგან, როგორებიცაა:

  • სეტყვა
  • წყალდიდობა
  • ქარიშხალი
  • საშემოდგომო ყინვები (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში)

ფერმერს ან სოფლად მცხოვრებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ შემდეგ სადაზღვევო კომპანიებში:

  • ალდაგი
  • თიბისი დაზღვევა
  • ნიუ ვიჟენ დაზღვევა

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 20 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 100 ჰა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის). თითოეული დამზღვევი 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე.

დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. პროგრამის მიხედვით განსაზღვრული იქნება ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი.

დასაზღვევად მიიღება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.

დამზღვევი ან/და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც განთავსებულია დაზღვევის ობიექტი, რეგისტრირებული უნდა იყოს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

ერთწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, დაიშვება ისეთი სადაზღვევო პოლისების გაცემა, რომლის ფარგლებში დაზღვეულია იმ წლის მოსავალი.

მრავალწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, დაიშვება ისეთი სადაზღვევო პოლისის გაცემა, რომლის ფარგლებში დაზღვეულია არა უმეტეს 3 წლის მოსავალი. 

დაზღვევის მისაღებად ფერმერს მხოლოდ 4 დღით მოცდა მოუწევს.

პროგრამის ფარგლებში გაცემული სადაზღვევო პოლისის ვადა იქნება არანაკლებ ერთი თვე და არ გადაცდება მოსავლიანობის პერიოდს. დაზღვევა ამოქმედდება მომდევნო წლის მოსავლიანობისას, როგორც კი მიმდინარე წლის მოსავლის აღების დრო ამოიწურება.

 

მრავალწლიანი კულტურების დაზღვევა ძალაში შევა მაშინვე, როდესაც ფერმერი საკუთარ სადაზღვევო თანხის პირველ შენატანს გადაიხდის. ამასთან, ფერმერმა მომავალი წლის მოსავლის სადაზღვევო თანხა უნდა გადაიხადოს მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის (კონკრეტული კულტურის)  მოსავლის აღება უკვე დასრულებულია, მაგრამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა.

საქართველოს მთავრობის დადგენილება N236

დანართი # 6-ზიანის დარეგულირების სახელმძღვანელო, ვაზის ფორმები

მონაცემები

სიახლეები

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდება

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ალექსანდრე მოსულიშვილს ძლიერმა...