სადაზღვევო პოლისის ძალაში შესვლის პირობები
დაზღვევის მოქმედების პერიოდში ცალკეულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მიმართ მზღვეველის ვალდებულება ძალაში შედის:
ერთწლიან კულტურებთან მიმართებაში - თუ სადაზღვევო რისკი მომხდარია მას შემდეგ, რაც ნაკვეთზე ჩატარებულია შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურის აგროწესებითა და აგროვადებით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება, სასოფლო-სამეურნეო კულტურის 90% თანაბრად აღმოცენებულია და სავეგეტაციო პერიოდშია. მიწისზედა ორგანოები (მინიმუმ 10 სმ) განვითარების ფაზაშია და მოქმედებს მოსავლის აღებამდე;
სანერგე მასალის (ჩითილი) დარგვის შემთხვევაში – სანერგე მასალის (ჩითილის) ღია გრუნტში გადარგვიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა:
- მარცვლეული კულტურები
- პარკოსანი კულტურები
- ბოსტნეული კულტურები
- ბაღჩეული კულტურები
მრავალწლიან კულტურებთან მიმართებაში - თუ სადაზღვეო რისკი მომხდარია მას შემდეგ რაც:
ხილი – დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50% მიაღწევს 0.8 სმ –ს დიამეტრში, გარდა ბლისა, ალუბლისა და თხილისა, რომელთა შემთხვევაშიც დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი მიაღწევს 0.4 სმ –ს დიამეტრში;
კენკროვანი კულტურები – მცენარეს გავლილი აქვს ყვავილობის ფაზა, ნაყოფი ხდება მკვეთრად გარჩევადი და ფორმირებულია ბუჩქზე;
ვაზი - გამოტანილია მტევანი (როდესაც მტევანი გაშლილი და ვიზუალურად გარჩევადია);
კაკლოვანი კულტურები - დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი მიაღწევს 0.4 სმ –ს დიამეტრში;
სუბტროპიკული კულტურები - დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50% მიაღწევს 0.8 სმ –ს დიამეტრში;
ციტრუსი - დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50% მიაღწევს 0.8 სმ –ს დიამეტრში.