ინოვაციური ტექნოლოგიების საგრანტო პროგრამა

თუ ხართ დაინტერესებული სასოფლო-სამეურნეო ინოვაციური ტექნოლოგიებით, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ თანადაფინანსება.  

ინოვაციური ტექნოლოგიების საგრანტო პროგრამის მიზანია ფერმერთა ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში მყოფი მცირე ზომის ფერმერების პროდუქტიულობისა და შემოსავლის გაზრდის მხარდასაჭერად, სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიების გაძლიერებისა და დანერგვის გზით.

პროგრამის ამოცანაა  სოფლად მცხოვრებთათვის    სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინოვაციური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით   სტარტაპ პროექტების  განხორციელების ხელშეწყობა.

პროგრამა განხორციელდება იმერეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

პროგრამას განახორციელებს სააგენტო. 

პროგრამა ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს  (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების - UNDP-ის პროექტის: პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში (ფაზა 3) -ის ფარგლებში. 

პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა  ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე  ჯამურად შეადგენს შესასყიდი საქონლის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5,000 ლარს, ხოლო ქალის შემთხვევაში არაუმეტეს 60%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5,000 ლარის.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

პროგრამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

პროგრამაში შესული ცვლილებით, 150,000 ლარიდან 250,000 ლარამდეა გაზრდილი ...
სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მიმდინარე წელს მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მიმდინარე წელს მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

განაცხადების მიღება 8 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება და პროგრამის ...