სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი 26 კოოპერაციული საწარმოს მიერ, მიმდინარე წელს, 3,000 ტონა ყურძენი გადამუშავდა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა სახელმწიფომ 2013 წლიდან დაიწყო; პროგრამები მოიცავს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის მხარდაჭერას; მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიმართულებით გაცემული თანადაფინანსება 12,4 მლნ ლარს აჭარბებს, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, რომელიც, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ლევან ლილუაშვილთან ერთად, მეღვინეობა ბახტრიონის კოოპერაციულ საწარმოში იმყოფებოდა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეღვინეობა ბახტრიონი ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ახმეტის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდა. მეღვინეობა ბახტრიონი 20 მეპაიეს აერთიანებს; კოოპერატივის წევრთა მფლობელობაში 21 ჰექტარი ვენახია. ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად, ჯამში, 1 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. კოოპერაციული საწარმოში, წელს პირველად, 100 ტონა ყურძენი გადამუშავდა.

როგორც ილია თამარაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი 26 კოოპერაციული საწარმოს მიერ, მიმდინარე წელს, 3,000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ლევან ლილუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის...
გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული...
სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით...