გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა ქართულ სტენდზე   ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ არმანდს კრაუზეს უმასპინძლეს.

გამოფენაზე RIGA FOOD 2024 საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ 7 კომპანიას: შპს აჩინებულს, შპს ჯეონატურალსს, შპს აქვაგეოს, შპს ძმებ ხუციშვილებს, კოოპერატივ რუისპირი-იყალთოს, შპს ვინაგორას, შპს კულას. წარმოდგენილი იყო ღვინო, ნატურალური წვენები, სხვადასხვა სახის კონსერვები

„ვაგრძელებთ ქართული პროდუქციის მხარდაჭერას სტრატეგიულ ბაზრებზე; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა,  ევროკავშირის ბაზარია. ქალაქ რიგაში, სადაც ბალტიის ქვეყნების ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენა იმართება, სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული სტენდზე ქართველი  მწარმოებლები არიან წარმოდგენილი. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ქართული კომპანიებს მნიშვნელოვანად უწყობს ხელს გაზარდონ საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობები“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ. 

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის,  ირაკლი ყურაშვილის განცხადებით, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაზე „RIGA FOOD 2024” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან  ლატვიაში ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი გაზრდილია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ელჩის განცხადებით, ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ქართული სტენდის მონახულება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ლატვიის ინტერესს. 

მიმდინარე წელს, RIGA FOOD 2024 გამოფენაში მონაწილეობას 30 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“  ქვეკომპონენტი -„მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის“ დაემატა

პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ქვეკომპონენტი -„მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის“ დაემატა

ქართული ლურჯი მოცვი, იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით,  რომელსაც...
იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

პროგრამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

პროგრამაში შესული ცვლილებით, 150,000 ლარიდან 250,000 ლარამდეა გაზრდილი ...