იმერეთში პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ პრეზენტაცია ჩატარდა

იმერეთის რეგიონში მოქმედი უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტებისათვის  პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“  პრეზენტაცია ჩატარდა.  

პროექტი იმერეთის რეგიონში პირველად ხორციელდება და მისი მიზანია სასოფლო-სამეურნეო საექსტენციო  მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ინოვაციური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციზე ხელმისაწვდომის ზრდას  და ციფრული ექსტენციის სერვისების დანერგვას.

ღონისძიებას სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

პროექტი „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართულ სტენდზე 10  კომპანია იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართულ სტენდზე 10 კომპანია იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...