სოფლის განვითარების სააგენტოსა და ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარებული შეხვედრა სოფლის განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური რეფორმის, სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდ (Paying Agency)  გარდაქმნის პროცესში დაგეგმილი ერთ-ერთი აქტივობაა. 

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან და მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული მიმართულებით არსებული სისტემების გარდაქმნის საჭიროებასა  და მოდელირებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე. 

სამუშაო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაიასთან  და დირექტორის მოადგილეებთან, გიორგი ჯიბლაძესთან  და ნატალია ხარატიშვილთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ხელმძღვანელი ალექსი პოტაპოვი  ესწრებოდა.  

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები ქალთა ეკონომიკური  გაძლიერების მიმართულებით - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

პროგრამების შესახებ გადაცემაში "ბიზნეს პარტნიორი" სოფლის განვითარების სააგენტოს...