მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება 1 ნოემბერს განახლდება

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღების შემდეგი ეტაპი 2023 წლის  1 ნოემბერს 12:00 საათიდან დაიწყება და გაგრძელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე.

პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებებში ახალი სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობას.

თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. 

პოტენციური ბენეფიციარი ინდივიდუალური მეწარმისთვის,  რომლის ასაკი სააგენტოში განაცხადის წარდგენის მომენტისათვის შეადგენს: მამაკაცების შემთხვევაში - 18-დან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალების შემთხვევაში, 18-დან 40 წლის ჩათვლით, ასევე სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის თანადაფინანსება შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 60%-ს.

განაცხადით წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 500,000 ლარს.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები ქალთა ეკონომიკური  გაძლიერების მიმართულებით - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

პროგრამების შესახებ გადაცემაში "ბიზნეს პარტნიორი" სოფლის განვითარების სააგენტოს...