სოფლის განვითარების სააგენტოს დელეგაცია პროექტის „„პროფესიული განათლების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში (VET)“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა

ვიზიტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად,   შეხვედრები გამართა ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო აგროდაზღვევის სააგენტოს წარმომადგენლებთან, ასევე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე კომპანიებთან და კოოპერატივებთან. 

დელეგაციის წევრები გაეცნენ სოფლის მეურნეობაში ინოვაციური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკას, წამყვანი კოოპერატივების და გაერთიანებების ფუნქციონირების გამოცდილებას.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულ  ნატო ჩიქოვანთან.

ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტი გაეროს განვითარების პროგრამის „პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ პროექტის ორგანიზებით განხორციელდა. აღნიშნული პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო საექსტენციო  მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ინოვაციური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომის ზრდას  და ციფრული ექსტენციის სერვისების დანერგვას.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები ქალთა ეკონომიკური  გაძლიერების მიმართულებით - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

პროგრამების შესახებ გადაცემაში "ბიზნეს პარტნიორი" სოფლის განვითარების სააგენტოს...
დღეის მდგომარეობით,  9,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაბარებულია, ფერმერებმა  2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს

დღეის მდგომარეობით, 9,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაბარებულია, ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე არასტანდარტული ვაშლის...