სოფლის განვითარების სააგენტო მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, მიზნობრივ პროგრამას 2023 წლის მსგავსად, 2024 წელსაც განახორციელებს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფერმერები თხილის  ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, ფინანსური მხარდაჭერით 2024 წელსაც ისარგებლებენ. პროგრამის ბიუჯეტი 20 მლნ ლარით განისაზღვრა. 

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. ამ მიზნით, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში  აქვთ  თხილის ბაღი,   არანაკლებ  0.2 ჰა  და არაუმეტეს 3 ჰა.   სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას  მიიღებენ.

პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის  აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება  საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში. 

მიზნობრივი პროგრამა გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 90 ათასამდე მოსარგებლის  44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში.  მიმდინარე წელს ფერმერებმა მიიღეს  დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება, თხილის ბაღების მოვლის საშუალებების შესაძენად. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

ტრენინგები  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი...