მეფუტკრეებს დარგობრივი ტრენინგები ჩაუტარდათ

მეფუტკრეობის ტრენინგები სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით მეორედ ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით გამართულ 50-ზე მეტ ტრენინგს 1,000-ზე მეტი მეფუტკრე დაესწრო. 

სწავლება საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების მიერ  შერჩეულმა  17-მა  მეფუტკრე ტრენერმა ჩაატარა. 

ტრენინგები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას საფუტკრეში ჩასატარებელი სეზონური სამუშაოების შესახებ. მეფუტკრეებმა  დეტალური ინფორმაცია მიიღეს საფუტკრეების რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის, ასევე, მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების,  ფუტკრის დაავადებების იდენტიფიკაციისა და  დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების შესახებ. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართულ სტენდზე 10  კომპანია იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართულ სტენდზე 10 კომპანია იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...