ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა

კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს “დმ-ანსი“ 95 % -იანი თანადაფინანსებით 98,000 ლარის ღირებულების რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოო დანადგარები გადაეცა. კოოპერატივმა საკუთარი თანამონაწილეობის ფარგლებში საწარმო ააშენა. 

 „სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია არის საშუალება, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით,  მცირე ფერმერული მეურნეობები გარდაიქმნან დიდ მეურნეობებად, შექმნან დოვლათი, აწარმოონ მეტი პროდუქცია და მიიღონ მეტი შემოსავალი“- აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს კოოპერატივების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ხუცაიძემ, კოოპერატივის „დმ-ანსი“ წევრებთან შეხვედრისას, სადაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერ კობა მურადაშვილთან  ერთად  იმყოფებოდა.  

“დმ-ანსის“ კოოპერაციულ საწარმოში წლიურად 45 ტონა რძის გადამუშავებაა შესაძლებელი.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 13 ადგილობრივ წევრს აერთიანებს. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ბრენდით „შვანრე“ ხორციელდება.

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ რძის გადამმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  29 კოოპერაციული  საწარმო შეიქმნა. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
პროგრამის „დანერგე მომავალი“  ბაღების კომპონენტში  მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე...