საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს. ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლების მიერ ხდება როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონსულტაციების გაცემა. შეუფერხებლად ხორციელდება ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ოპერატიული რეაგირებაც, - განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურები დისტანციური მუშაობის რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას. ფერმერთა საჭიროებებიდან გამომდინარე რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები, უსაფრთხოების წესების დაცვით, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზეც მიდიან და ადგილზე გასცემენ კონსულტაციებს.

ფერმერების განცხადებით, დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამუშაოების თანმიმდევრულად განხორციელდება, რომ მოსავლის მიღება რისკის ქვეშ არ დადგეს.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა