სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გურიაში რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გურიის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ გახსნეს.

კონფერენციის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები მიმდინარე პროექტების შესახებ წარუდგინეს.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ რაც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს. ღონისძიება კითხვა-საპუხის რეჟიმში დასრულდა. კონფერენციის მონაწილეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებების მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით თვითმმართველობის წარმადგენლებისათვის შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება. შეხვედრების მიზანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებების მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმირებულობისა და ხელმისაწვდომობის ზრდა.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში...