თბილისში სადემონსტრაციო ნაკვეთების ეროვნული ქსელის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით 30 იანვარს სასტუმრო თბილისი მერიოტში სადემონსტრაციო ნაკვეთების ეროვნული ქსელის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დისკუსიის დროს ხაზი გაესვა ადგილობრივი ფერმერებისთვის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მარტივ და შეუზღუდავ წვდომას, რაც ხელს შეუწყობს მათი განათლების დონის ამაღლებას და ფერმერულ მეურნეობებში თანამედროვე ტექნოლოგიების და ახლებური მიდგომების დანერგვას.

შეხვედრაზე გადაწყდა შეიქმნას სადემონსტრაციო ნაკვეთების ეროვნული ქსელი, რომელიც ექსტენციაში ჩართულ უწყებებს გააერთიანებს. ასევე, შეიქმნება სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი რუკა და მინდვრის დღეების კალენდარი, რაც რეგიონების მიხედვით დაინტერესებულ ფერმერებს საშუალებას მისცემს, მათთვის საინტერესო კულტურებზე, მათ მოყვანა-გაშენებაზე, მსოფლიოში არსებული უახლესი ცოდნა და გამოცდილება გაიზიარონ უშუალოდ სადემონსტრაციო ნაკვეთებში.

აგრეთვე იგეგმება სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა, რომელიც ფერმერებს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გარდა, სრულ ინფორმაციას მიაწვდის ნაკვეთზე მოყვანილი კულტურების შესახებ.

საკოორდინაციო შეხვედრაზე აღინიშნა თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე მიდგომების დანერგვას ფერმერულ მეურნეობებში, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ფერმერებს ასევე მთლიანად სოფლის მეურნეობის განვითარებას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის...
გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული...
სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით...