ალექსანდრე ფირცხალაიშვილი - ვარდების სათბური

გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში დაფინანსებული ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა ფუნქციონირებს. სასათბურე მეურნეობის შესაქმნელად ძმებმა ალექსანდრე და დავით ფირცხალაიშვილებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ,,აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამით" და პროექტით "შეღავათიანი აგროკრედიტი" ისარგებლეს. პროექტი განხორციელდა „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებდა. სასათბურე მეურნეობაში ჯამურად 300,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 73,000 ლარამდე გრანტია, 210,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარების ინვესტიცია. ფერმერებს წელიწადში დაახლოებით 70,000-80,000 ვარდი მოჰყავთ, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ. სასათბურე მეურნეობაში მუდმივად 4 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა მატულობს.

სხვა ისტორიები

ყველას ნახვა
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება

ფერმერი, ტარიელ აქოიანი, სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და...
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება

ფერმერი, ვალერი ვარდიაშვილი, ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე...