პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პროგრამის პირობები

პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის მიმართულებით ძირითადი საშუალებების შეძენის/შექმნის  თანადაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებით/მიზნობრიობით:

  • რძის პირველადი წარმოება - შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება;
  • მზის ელექტრო სადგურის დამონტაჟება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 კვტ სიმძლავრე; 
  • ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის (კაცები 18-35 წელი, ხოლო ქალები 18-40 წლის ჩათვლით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  მაცხოვრებელი) - არაუმეტეს 200 კვ.მ სათბურის მოწყობის თანადაფინანსება;

პროგრამის ფარგლებში მზის ენერგიაზე მომუშავე ელ. სადგურისა და სათბურების მიმართულებით ბენეფიციარი უნდა იყოს სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე/ქალი/უნდა ახორციელებდეს მიმართულებას მაღალმთიან დასახლებაში.

პროგრამის ფარგლებში მზის ენერგიაზე მომუშავე ელ. სადგურის მიმართულების ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს ფერმის შენობა-ნაგებობა და რძის პირველადი წარმოებისთვის საჭირო ელექტრო მოწყობილობა ან/და მოწყობილობები.

პროგრამის ფარგლებში მზის ენერგიაზე მომუშავე ელ. სადგურისა და სათბურების მიმართულებით შემოსული განაცხადების განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ ბენეფიციარებს:

ა) სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე;

ბ) ქალი; 

გ) ახალგაზრდა (კაცი – 18-დან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალი – 18-დან 40 წლის ჩათვლით); 

დ) მიმართულებას ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში.“.

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი 

„ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის“ (არაუმეტეს 200 კვადრატული მეტრის სათბურის მოწყობა) მიზნობრიობის და მზის პანელების თანადაფინანსების შემთხვევაში განაცხადების მიღება მოხდება შემდეგი რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და იმერეთი.

რძის პირველადი წარმოება (ფერმის მოწყობა) შესაძლებელია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

როგრამის ფარგლებში შექმნილი/მოდერნიზებული/გაფართოებული ფერმა უნდა აკმაყოფილებდეს ერმის სტანდარტს.

პროგრამის  მონაწილე

პროგრამის მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

პროგრამის მონაწილეს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

უძრავი ქონება, სადაც უნდა განხორციელდეს განაცხადით გათვალისწინებული თანხის ინვესტირება, უნდა იყოს პროგრამის მონაწილეობის მსურველის პირად საკუთრებად რეგისტრირებული სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ან/და მიღებული უნდა ჰქონდეს იჯარით/აღნაგობით (იჯარის/აღნაგობის დარჩენილი პერიოდი თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წელს. იჯარის/აღნაგობის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ „საჯარორეესტრის ეროვნულ სააგენტოში“);

უძრავ ქონებას  არ უნდა ედოს ყადაღა;

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში მონაწილეობის მსურველი არის სააგენტოს მიერ განხორციელებული სხვა რომელიმე პროგრამის მონაწილე, მას არ უნდა ჰქონდეს დარღვეული პროგრამის პირობები;

პროგრამაში მონაწილეობის მსურველის თანამონაწილეობა შესაძლებელია იყოს, როგორც საკუთარი ფულადი სახსრები, ასევე საფინანსო ორგანიზაციიდან მიღებული სესხი;

პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია პროგრამაში მონაწილეობის მსურველის თანამონაწილეობის წყარო იყოს სხვა პროგრამით/პროექტით გათვალისწინებული გრანტი/თანადაფინანსება.

სიახლეები

სოფლის განვითარების სააგენტო  მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მსხვილფეხა მეცხოველეობის...
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება

მერძევეობის მიმართულებით დაინტერესებულ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ...