პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

განაცხადის შესავსებად პროგრამაში მონაწილეობის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე.

ვებგვერდზე რეგისტრაცია

განაცხადის შევსება და განხილვა

განაცხადის შესავსებად პროგრამაში მონაწილეობის მსურველი:

  • შედის ვებგვერდის საკუთარი მართვის პანელში;
  • აჭერს ღილაკს „განაცხადის დამატება“;
  • ავსებს განაცხადის ელექტრონულ ფორმას;
  • ავსებს განაცხადის ფორმაში ყველა აუცილებელ ველს;
  • ღილაკზე დაჭერით ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ თუ პროგრამის განმახორციელებელი ნებისმიერი მხარისთვის გახდება ცნობილი ბენეფიციარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის შესახებ, ეს შესაძლოა გახდეს თანადაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი ან/და მიღებული თანადაფინანსების უკან დაბრუნების საფუძველი. (დანართი N3 - წესები და პირობები);
  • პოტენციური ბენეფიციარი განაცხადთან ერთად პროგრამაში ტვირთავს დოკუმენტაციას.
  • განაცხადის შესავსებ გვერდზე განთავსებულია ღილაკი „განაცხადის გაგზავნა“, რომელზეც დაჭერის შემდგომ ვებგვერდზე ჩნდება შეტყობინება განაცხადის გაგზავნის თანხმობის შესახებ - „ვეთანხმები“;
  • პროგრამაში მონაწილეობის მსურველის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, შევსებული განაცხადი აღირიცხება სისტემაში და მიენიჭება სარეგისტრაციო ნომერი;
  • განაცხადის გადაგზავნაზე თანხმობის შემდგომ, მისი კორექტირება დაუშვებელია;
  • მზის პანელებისა და სათბურების მიმართულებით წარმოდგენილი განაცხადების შეფასება განხორციელდება დანართის #5 მიხედვით.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ხელშეკრულების გასაფორმებლად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტები, (წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა) მათ შორის საგრანტო კომიტეტის ან/და სააგენტოს მიერ დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

იმ შემთხვევაში თუ პროგრამის მონაწილეობის მსურველი, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, სისტემაში ატვირთავს ხელშ ეკრულების გასაფორმებლად აუცილებელ დოკუმენტაციას, მასთან გაფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება.

თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ბენეფიციარი ვალდებულია საკუთარი სახსრების შეასრულოს პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობა, რომლის დასადასტურებლად, უნდა წარადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული ან სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის” ეროვნული ბიუროს დასკვნა, საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით. მასში აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი.

დადასტურების შემდეგ ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო ბენეფიციარზე გასცემს თანადაფინანსების თანხას.

სიახლეები

სოფლის განვითარების სააგენტო  მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მსხვილფეხა მეცხოველეობის...
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება

მერძევეობის მიმართულებით დაინტერესებულ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ...
სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის...