თანადაფინანსება
პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის დარგის სხვადასხვა მიმართულებების თანადაფინანსებას:
სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის სრულად შესრულებას |
მიმართულება |
თანადაფინანსების მაქსიმალური პროცენტული წილი და ოდენობა ერთ ბენეფიციარზე (ლარი) |
|
|
||
1. რძის პირველადი წარმოება |
სხვა დანარჩენი ბენეფიციარი |
ქალი 18 - 40 წლის ჩათვლით მამაკაცი 18 - 35 წლის ჩათვლით |
1.1. რძის მწარმოებელი |
65%, (40, 000) |
75% (40,000) |
2. ალტერნატიული საქმიანობა |
ქალი 70% (12,000) |
მამაკაცი 60% (12,000) |
3. მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მოწყობა |
ქალი |
კაცი |
3.1 რძის მწარმოებელი, ქსელზე დაერთებული მზის ენერგიაზე მომუშავე ელ. სადგური |
75% (8,000) |
65% (8,000) |
3.2 რძის მწარმოებელი, ქსელზე დაერთების გარეშე მზის ენერგიაზე მომუშავე ელ. სადგური |
75% (14,500) |
65% (14,500) |
მზის ელექტრო სადგურის მოწყობა შესაძლებელია რძის პირველადი წარმოების მიმართულებით.
შენიშვნა: რძის მწარმოებელი - ფერმერი, რომელსაც ჰყავს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 25 მეწველი მსხვილფეხა საქონელი.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ერთდროულად მიიღონ თანადაფინანსება პროგრამის: რძის პირველადი წარმოებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელ. სადგურის მიმართულებით.
შეზღუდვები
პროგრამა არ ითვალისწინებს შემდეგი ხარჯების დაფინანსებას:
ა) უძრავი ქონების, მათ შორის მიწის, შესყიდვა;
ბ) საპროექტო მომსახურება;
გ) კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების დაფარვა;
დ) საწარმოს აქციების/წილების შესყიდვა;
ე) ცხოველის შესყიდვა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ან/და მისი დამფუძნებელი/მეწილე/აქციონერი/მეპაიე ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ ფლობს წილს/აქციას/პაის პროგრამის ფარგლებში მისთვის საქართველოში რეგისტრირებულ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ/მშენებლობის შემსრულებელ კომპანიაში.
პროგრამის მონაწილემ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, უნდა წარადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული ან სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის” ეროვნული ბიუროს დასკვნა, საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით. მასში აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი.
პროგრამის ფარგლებში შექმნილი/მოდერნიზებული/გაფართოებული ფერმა უნდა აკმაყოფილებდეს ფერმის სტანდარტს.
სიახლეები
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება
თანადაფინანსების პროგრამა მერძევეობის ხელშეწყობისთვის - გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2"

მერძევეობის დარგის მოდერნიზაცია და ფერმერთა მხარდაჭერა - გადაცემა "ბიზნეს პოსტი"
