პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყება 2024 წლის 24 სექტემბრიდან |
თუ ხართ დაინტერესებული სასოფლო-სამეურნეო ინოვაციური ტექნოლოგიებით, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ თანადაფინანსება.
პროგრამის მიზანი და ამოცანა
ინოვაციური ტექნოლოგიების საგრანტო პროგრამის მიზანია ფერმერთა ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში მყოფი მცირე ზომის ფერმერების პროდუქტიულობისა და შემოსავლის გაზრდის მხარდასაჭერად, სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიების გაძლიერებისა და დანერგვის გზით.
პროგრამის ამოცანაა სოფლად მცხოვრებთათვის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინოვაციური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით სტარტაპ პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.
პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამას განახორციელებს სააგენტო.
პროგრამა ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების - UNDP-ის პროექტის: პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში (ფაზა 3) -ის ფარგლებში.
პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამა განხორციელდება იმერეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.