პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

განაცხადების მიღება

პროგრამაში რეგისტრაციისათვის ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა , შეავსეთ და წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად გადმოაგზავნეთ ელ. მისამართზე: document@rda.gov.ge ან მატერიალური სახით წარუდგინეთ სააგენტოში (მატერიალური სახით განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც თბილისის, ასევე რეგიონალურ ოფისებში).

წარმოსადგენი დოკუმენტები

  • პოტენციური ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან (სამეწარმეო სტატუსის შემთხვევაში);
  • წერილობითი დოკუმენტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოდან, რომელიც ადასტურებს, რომ პოტენციური ბენეფიციარი (ფიზიკური პირი) არის იმერეთის რეგიონის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაცხოვრებელი (მისამართის მითითებით);
  • თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა/ამონაწერი საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა საფინანსო ინსტიტუტიდან სესხის/ლიზინგის დამტკიცების შესახებ; 
  • ინვოისი ან/და ხელშეკრულება საქონლის შესყიდვის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, რომ სააგენტოს თანადაფინანსების წილი გაიცემა საქონლის მიწოდების შემდგომ;
  • ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე);
  • აგრარული მიმართულების პროფესიული სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა პოტენციური ბენეფიციარის აგრარული მიმართულებით პროფესიული სასწავლების სტუდენტის მოქმედი სტატუსის შესახებ ან/და აგრარული მიმართულების პროფესიული სასწავლებლის მიერ გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განაცხადის შემოტანის მომენტში პოტენციური ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში სასწავლებლის დამთავრების ფაქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტ(ებ)ი.

სიახლეები