კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების საკითხებზე ტრენინგი სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო დეპარტამენტის (ცხელი ხაზი 1501) თანამშრომლებს ჩაუტარდა

მომსახურების სტანდარტის  გაუმჯობესების მიზნით, ჩატარებულ ტრენინგს საინფორმაციო დეპარტამენტის 30-ზე მეტი თანამშრომელი დაესწრო.  ტრენინგი მოიცავდა პრეზენტაციისა და  ამბის გადმოცემის ტექნიკის  საკითხებს, ასევე კონფლიქტური სიტუაციების  პრევენციისა და მართვის მეთოდების გაცნობას. 

ტრენინგი  ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა.  

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო დეპარტამენტი (ცხელი ხაზი 1501) დაინტერესებულ პირებს უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში  სატელეფონო/ონლაინ მომსახურების საშუალებით ინფორმაციას აწვდის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების  საქმიანობის, სერვისებისა და პროგრამების შესახებ.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა