სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისათვის ახალი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების მსხვილფეხა მეცხოველეობის მიმართულების ფერმების ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას.