ანაზღაურება და შეზღუდვები
ბიოწარმოების სერტიფიცირებისთვის ან/და საკონსულტაციო მომსახურებისთვის ან/და თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზისთვის, კონვერსიის პერიოდში გაწეული ხარჯის ანაზღაურება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არაუმეტეს 70%-ს, არაუმეტეს 7,000 ლარს.
თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება, სააგენტოს ანაზღაურება შეადგენს არაუმეტეს 40%-ს, არაუმეტეს 4,000 ლარს.
მხოლოდ მევენახეობისა და საფუტკრე მეურნეობის შემთხვევაში, კონვერსიის პერიოდში, ერთი პოტენციური ბენეფიციარისთვის ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი, ბიოპრეპარატების შეძენის ხარჯის ან/და ფუტკრის ბიოპრეპარატებისთვის და ბიოფიჭის შესაძენად გაწეული ხარჯი ანაზღაურდება შემდეგი პირობებით:
- მევენახეობის შემთხვევაში, 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით არაუმეტეს 70%-ით განისაზღვრება, მაგრამ არაუმეტეს 5,100 ლარის ოდენობით. თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2,900 ლარის ოდენობით. გაწეული ხარჯის ანაზღაურება განხორციელდება არაუმეტეს 5 ჰა-ზე გადაანგარიშებით;
- საფუტკრე მეურნეობის შემთხვევაში, თანადაფინანსება ბიოპრეპარატებისთვის და ბიოფიჭის შესაძენად არაუმეტეს 70%-ით განისაზღვრება, მაგრამ ერთ სკაზე არაუმეტეს 50 ლარისა და ჯამურად არაუმეტეს 5,100 ლარის ოდენობით, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება - არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ ერთ სკაზე არაუმეტეს 25 ლარისა და ჯამურად არაუმეტეს 2,900 ლარის ოდენობით.
პროგრამის ფარგლებში, მოხდება მხოლოდ იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც გაწეულია ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოში“ განაცხადის წარმოდგენის შემდგომ.