პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

თანადაფინანსება/ანაზღაურება

პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე განისაზღვრება მაცივრ(ებ)ის ღირებულების არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარისა.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება/ანაზღაურდება არანაკლებ 30 ტონა მოცულობის შენახვაზე გათვლილი შესანახი მაცივარი/მაცივრები.

პროექტის დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი ჯამური ღირებულება მოიცავს შესანახი მაცივრის, ტრანსპორტირების, განბაჟების და მონტაჟის/ინსტალაციის ღირებულებას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება/ანაზღაურდება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისი შესანახი მაცივრები.

რეკომენდაცია მოცვის ნედლად შესანახი მაცივრის მოწყობის შესახებ

 

სიახლეები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების...