მონაწილეობის ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის სრულად შესრულებას |
პროგრამის ფარგლებში, განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით.
თანადაფინანსების მისაღებად საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა:
განაცხადის დამტკიცებიდან ორი თვის ვადაში ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის აუდიტორული დასკვნა (რომელსაც ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგად მინიჭებული აქვს დასკვნითი შეფასება I, II, III ან IV კატეგორია), წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ;
- სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვა და შენობის არქიტექტურული პროექტი.
განაცხადის გადაგზავნაზე თანხმობის შემდგომ, მისი კორექტირება არ არის შესაძლებელი.
განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია განაცხადის დონეზე პროგრამის ბიუჯეტის ამოწურვამდე.
განაცხადების მიღება შეიძლება განახლდეს, თუ ხელმისაწვდომი იქნება პროგრამის ბიუჯეტი.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი, წარმოდგენილი დოკუმენტები ან/და ბიზნეს მოდელი არ შეესაბამება პროგრამისა და პროცედურის პირობებს განაცხადი იქნება უარყოფილი, მიზეზი და ბიზნეს მოდელის შეფასების ქულა გეცნობებათ ვებგვერდის ან/და ელ. ფოსტის საშუალებით. შესაძლებელია ახალი განაცხადის შემოტანა, რომელსაც მიენიჭება განაცხადის ახალი სარეგისტრაციო ნომერი, იმ შემთხვევაში, თუ იმ მომენტისთვის შესაძლებელი იქნება ახალი განაცხადის წარდგენა.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი, წარმოდგენილი დოკუმენტები და ბიზნეს მოდელი შეესაბამება პროგრამისა და პროცედურის პირობებს, განაცხადს მიენიჭება ,,დამტკიცებულია“ სტატუსი.
ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ თანადაფინანსების გაცემა ხორციელდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
თანადაფინანსების მისაღებად უნდა მიმართოთ სააგენტოს საქმისწარმოების სამსახურს ან შესაბამის რეგიონულ სამსახურს თანადაფინანსების მოთხოვნის განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს თანადაფინანსების გაცემის წინაპირობის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ თანადაფინანსების გაცემის წინაპირობებს, სატელეფონო ცხელი ხაზით ან/და წერილობით ან/და ელ. ფოსტის საშუალებით გეცნობებათ ხარვეზის შესახებ, რომელიც უნდა აღმოიფხვრას სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.