შეზღუდვები
პროგრამის ფარგლებში შეძენილმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ შეძენიდან 5 წლის განმავლობაში არ უნდა გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი.
ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში შეძენილ ტექნიკას ვერ გაყიდის/გაასხვისებს 5 წლის განმავლობაში;
პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (რომელიც არის იდენტიფიცირებადი და ენიჭება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სახელმწიფო ნომერი გაცემული სსიპ "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" მიერ) დაგირავება სააგენტოს სასარგებლოდ 5 წლის ვადით;
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სააგენტოს სასარგებლოდ დაგირავება უნდა განხორციელდეს თანადაფინანსების ტრანშის მიღებამდე;
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე სააგენტოს გირავნობა შესაძლოა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული კრედიტი და ამ კრედიტის უზრუნველსაყოფად საფინანსო ინსტიტუტი არის ტექნიკის პირველი რიგის მოგირავნე;
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაგირავებას სააგენტო არ განახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს ლიზინგი, ამასთანავე თუ ტრანშის გაცემიდან 5 წლის განმავლობაში ბენეფიციარი მოახდენს სალიზინგო კომპანიისაგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადმოფორმებას, ვალდებულია ტექნიკა დააგირავოს სააგენტოს სასარგებლოდ გადმოფორმებიდან 5 წლის ვადის გასვლამდე დარჩენილ პერიოდზე.
ინტერესთა კონფლიქტი
პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ პოტენციური ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/მეპაიე/აქციონერი ფლობს წილს/აქციას/პაის წარმოდგენილ ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასოფლოს-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიაში.