პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პროგრამაში რეგისტრაცია ხორციელდება 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით

პროგრამის ფარგლებში დარიცხული ქულების გადამოწმება შესაძლებელია სს ,,ლიბერთი ბანკის" ვებგვერდზე: https://myliberty.ge/?id=agro

ბარათზე  დარიცხული  ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 აგვისტო.

თუ ბენეფიციარის მიერ 2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით "თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში დარიცხული სუბსიდიის ქულები არ იქნება გამოყენებული, ავტომატურად მოხდება ანგარიშზე არსებული აუთვისებელი ქულების ანულირება.

პროგრამის შესახებ

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების ან/და მფლობელების სტიმულირების გზით.

პროგრამის ამოცანაა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით, თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.

პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო და სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო.

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

თხილის ბაღების კადასტრის წარმოების წესი

თხილის ბაღების კადასტრის წარმოებას უზრუნველყოფს სოფლის განვითარების სააგენტო.

თხილის ბაღების კადასტრში დაფიქსირებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია განაცხადის წარმომდგენი უფლებამოსილი პირი ან/და ბენეფიციარი.

საქართველოს მთავრობის დადგენილება

სიახლეები

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში  ბაღების რეგისტრაცია 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაცია 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

თხილის კადასტრში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.  მიმდინარე...
სოფლის განვითარების სააგენტო მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, მიზნობრივ პროგრამას 2023 წლის მსგავსად, 2024 წელსაც განახორციელებს

სოფლის განვითარების სააგენტო მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, მიზნობრივ პროგრამას 2023 წლის მსგავსად, 2024 წელსაც განახორციელებს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფერმერები თხილის ...
სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების მიზნობრივ ხარჯვას გაუწევს  მონიტორინგს

სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების მიზნობრივ ხარჯვას გაუწევს მონიტორინგს

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს თხილის...
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების...

წარმატების ისტორიები

მეთხილე ფერმერი გვიყვება თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიღებულ დახმარებაზე

მეთხილე ფერმერი გვიყვება თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიღებულ დახმარებაზე

ფერმერი, როინ შენგელია, ზუგიდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონადან, გვიყვება...