პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პროგრამაში მონაწილეობის პირობები

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია: საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ  მეწარმე იურიდიულ/ფიზიკურ პირს, სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

პროგრამის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვა უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/ იურიდიული პირისაგან ან იმპორტის გზით.

სკაზე დატანილი უნდა იყოს სკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (უნიკალური ნომერი).

უნიკალური ნომერი უნდა შედგებოდეს მიმწოდებლის (მწარმოებელი/რეალიზატორი) საიდენტიფიკაციო ნომრისა და შესაბამისი რიცხვისგან. მაგ: საიდენტიფიკაციო ნომერი - 1, საიდენტიფიკაციო ნომერი - 2 და ა.შ. თითოეული პოტენციური ბენეფიციარის მიერ შესასყიდი სკების რაოდენობის მიხედვით. 

უნიკალური ნომერი დატანილ უნდა იქნეს სკაზე იმ სახით, რომ იკითხებოდეს უნიკალური ნომერი სრულად და გარე ზემოქმედებიდან/ფაქტორებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყოს მისი პირვანდელი იერსახის ცვლილება.

პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში, ცხოველთა  იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს.  

 

სიახლეები