მეფუტკრეების მხარდასაჭერად მიზნობრივი პროგრამა განხორციელდება
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „მეფუტკრეობის...
პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი სააგენტოში განაცხადის წარდგენის დროს რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად ბიზნესოპერატორად.
პოტენციურ ბენეფიციარს საფუტკრე დარეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).
პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (არანაკლებ 10 სკა).
ბენეფიციარის ვალდებულებები
ბენეფიციარი ვალდებულია თანადაფინანსების გაცემამდე დაადასტუროს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სკების რაოდენობა, აგრეთვე პროგრამის პირობების შესაბამისად პროგრამაში მონაწილეობამდე ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) არსებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობა.