პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

თანადაფინანსების პირობები და შეზღუდვები

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი მიიღებს თანადაფინანსებას ერთი სკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 70 ლარის ოდენობით.

ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 5,000 ლარს.

პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება კოოპერატივები.

დასაფინანსებელი სკის მახასიათებლები და პარამეტრები

დაფინანსდება სკები (ჩარჩოების გარეშე) - ლანგსტროტ რუტის, 3 ძირითადი კორპუსით (10 ჩარჩოიანი ზომის) ან/და დადან ბლატის, ძირითადი კორპუსით (10 ჩარჩოიანი ზომის), რომელზეც მითითებულია მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

სკის მახასიათებლები და პარამეტრები

სიახლეები