ტერმინთა განმარტება
პოტენციური ბენეფიციარი - ფიზიკური პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში/თანასაკუთრებაში გააჩნია სსიპ - საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება;
ბენეფიციარი - პირი, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება;
თანადაფინანსების ხელშეკრულება - სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ პირობებსა და ვალდებულებებს;
თანადაფინანსება - პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები, მათ შორის ანაზღაურების გზით;
სასოფლო - სამეურნეო ტექნიკა - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არანაკლებ 7 ცხ.ძ. მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) ან არანაკლებ 7 ცხ.ძ მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) და მასთან ერთად მისაბმელი (იმპლემენტი) კომპლექტში, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის;
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებელი - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, რომლისგანაც პოტენციური ბენეფიციარი შეისყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას.