ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“ (GEKSA) ხელმისაწვდომია შიდა ქართლის და კახეთის რეგიონში

აპლიკაციის  პრეზენტაციას, რომელიც ფერმერებისთვის აგროსამუშაოების ამინდის გათვალისწინებით განხორციელების რეკომენდაციების გაცემას ითვალისწინებს,  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადრეული გაფრთხილების სისტემის პროექტის ეროვნული კოორდინატორი ქეთევან სხირელი ესწრებოდნენ.

აპლიკაცია ფერმერებს დაეხმარება, საკუთარი მეურნეობების მართვის დროს  პრევენციული ღონისძიებები გაატარონ ამინდის ცვალებადობით გამოწვეული რისკების შესამცირებლად.  

აპლიკაციაში ხელმისაწვდომია დარგის სპეციალისტების მიერ  მომზადებული რეკომენდაციები მიზნობრივ რეგიონებში, შიდა ქართლსა და კახეთში გასატარებელი აგროოპერაციების შესახებ პროექტის ფარგლებში შერჩეული კულტურების, კერძოდ, ვაშლის, ვაზის, ატმისა და ნექტარინის, ხორბლის, სიმინდის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის ხელშეწყობისათვის.  

ციფრული აგრო აპლიკაცია  პროგრამის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება“  ფარგლებში შეიქმნა. 

შეხვედრაზე პროგრამაში ჩართულმა მხარეებმა განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს.  

პროგრამა პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ნაწილია, რომელიც   ხორციელდება  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. 

შემაჯამებელ ღონისძიებას გარემოს ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრისა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტომ 2026 წელს დაგეგმილი იმ საერთაშორისო გამოფენების...
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში...