საერთაშორისო გამოფენა - The Saudi Food Show 2026

გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2026 წლის 16 იანვრის 12:00 საათიდან 30 იანვრის 18:00 საათის ჩათვლით





2026 წლის 15 - 17 ივნისს ქალაქ რიადში, საუდის არაბეთში, გაიმართება საერთაშორისო გამოფენა „The Saudi Food Show 2026“.

გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 1,300-ზე მეტი კომპანია 100-ზე მეტი ქვეყნიდანვიზიტორების რაოდენობამ კი 43,000-ს გადააჭარბა

საუდის არაბეთის ერთ - ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საკვები და სასმელი პროდუქცია. 

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ საკვები ან/და სასმელი პროდუქციის (გარდა ალკოჰოლური სასმელების, ღორის ხორცისა და ღორის ხორცპროდუქტების) მწარმოებელი კომპანიები.


დეტალური ინფორმაცია გამოფენის შესახებ იხილეთ ბმულზე.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა