საერთაშორისო გამოფენა - Caspian Agro 2026

გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2026 წლის 14 იანვრის 12:00 საათიდან 28 იანვრის 18:00 საათის ჩათვლით




2026 წლის 5-8 მაისს ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართება საერთაშორისო გამოფენა Caspian Agro 2026.

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ საკვები ან/და სასმელი პროდუქციის, ასევე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და სხვა გამოფენის შინაარსის შესაბამისად მოქმედი კომპანიები. 

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია გამოფენის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://caspianagro.az/en/product-categories

საერთაშორისო გამოფენა Caspian Agro მონაწილე კომპანიებს საშუალებას აძლევს დაამყარონ საქმიანი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესოპერატორებთან. 

გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს, მათ შორის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს.

2025 წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდა სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია 28 ქვეყნიდან. გამოფენას 15,000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა.

დეტალური ინფორმაცია გამოფენის შესახებ იხილეთ ბმულზე.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა