პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/ სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების თანადაფინანსების შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10,000 ლარისა, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 6,000 ლარისა. 
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 80%-ით, არაუმეტეს 16,000 ლარისა, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება − არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 8,000 ლარისა. 
  • ბრენდირების ან/და შეფუთვის დიზაინის შექმნის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 6,000 ლარისა, ხოლო თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 4,000 ლარისა. 
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ ბრენდირების ან/და შეფუთვის დიზაინის შექმნის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება  არაუმეტეს 70%-ით,  მაგრამ არაუმეტეს 10,000 ლარისა, ხოლო, თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება − არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 6,000 ლარისა. ბრენდირების  ან/და შეფუთვის დიზაინის შექმნის თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ მიმართულებით/ მიზნობრიობით, რაზეც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში უკვე გაფორმებული აქვს თანადაფინანსების/დაფინანსების ხელშეკრულება.
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს  10,000 ლარისა.
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიესათვის ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის თანადაფინანსების შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება კურსის ღირებულების 80%-ით, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხოლოდ ერთ მეპაიეზე არაუმეტეს 1,200 ლარისა.
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება სასაქონლო ნიშნ(ებ)ის რეგისტრაციის ღირებულების არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 750 ლარისა.
  • უცხოელი კონსულტანტების მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე განისაზღვრება არაუმეტეს ოთხჯერ, მაგრამ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ (ერთი კონსულტანტის და ერთი ტექნიკური კონსულტანტის), შემდეგნაირად:
    • პირველ წელს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ არაუმეტეს ორ განაცხადზე ერთი წლის განმავლობაში, საიდანაც კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვრება ერთი განაცხადით მოთხოვნილი ანაზღაურების ოდენობის არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად ერთი წლის განმავლობაში 30,000  ლარისა, ხოლო ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვრება ერთი განაცხადით მოთხოვნილი ანაზღაურების ოდენობის არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად ერთი წლის განმავლობაში 10,000  ლარისა. ერთი განაცხადის ფარგლებში შესაძლებელია, სააგენტოს თანადაფინანსება გაიცეს ერთი ან რამდენიმე კონსულტანტის ან ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსებისათვის;
    • მეორე წელს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ არაუმეტეს ორ განაცხადზე ერთი წლის განმავლობაში, საიდანაც კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვრება ერთი განაცხადით მოთხოვნილი ანაზღაურების ოდენობის არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად ერთი წლის განმავლობაში 22,500 ლარისა, ხოლო ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვრება ერთი განაცხადით მოთხოვნილი ანაზღაურების ოდენობის არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად ერთი წლის განმავლობაში 7,500  ლარისა. ერთი განაცხადის ფარგლებში შესაძლებელია, სააგენტოს თანადაფინანსება გაიცეს ერთი ან რამდენიმე კონსულტანტის ან ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსებისათვის;
    • პირველ წელს კონსულტანტის მომსახურების შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა კონსულტანტის მომსახურების არაუმეტეს 30 დღეზე, ხოლო ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების შემთხვევაში, არაუმეტეს 10 დღეზე, მაგრამ ერთ სამუშაო დღეზე არაუმეტეს 1,000 ლარის ოდენობით. განაცხადში მითითებული თითოეული საკონსულტაციო პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს;
    • მეორე წელს კონსულტანტის მომსახურების შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა კონსულტანტის მომსახურების არაუმეტეს 30 დღეზე, ხოლო ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების შემთხვევაში, არაუმეტეს 10 დღეზე, მაგრამ ერთ სამუშაო დღეზე არაუმეტეს 750 ლარის ოდენობით. განაცხადში მითითებული თითოეული საკონსულტაციო პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.

სიახლეები

თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილმა რძის გადამმუშავებელმა კოოპერაციულმა საწარმომ „ყვარის მთა“  სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი  დანერგა

თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილმა რძის გადამმუშავებელმა კოოპერაციულმა საწარმომ „ყვარის მთა“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა

საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე...