პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

მრავალწლოვანი კულტურების გაშენების ქვეკომპონენტი ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებების თანადაფინანსებას: 

  • მრავალწლოვანი ბაღების გაშენება;
  • სეტყვისაგან დამცავი სისტემების მოწყობა;
  • ჭის/ჭაბურღილის მოწყობა;
  • წაყინვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა. 

ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან  მეწარმე იურიდიულ პირს, რომელშიც  სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას. 

ამასთანავე, აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი დარეგისტრირდეს:

  • ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში
  • სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში

სააგენტოს თანადაფინანსება: პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%, არაუმეტეს 2,000,000 ლარი.

სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 55%არაუმეტეს 2,000,000 ლარი.

პროექტის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100,000 ლარს.

ქვეკომპონენტის მიმართულებების მოწყობის ღირებულებები და სერტიფიცირებული სარგავი მასალის მახასიათებლები იხილეთ დანართში N1

სერტიფიცირებული სარგავი მასალა გულისხმობს ისეთი სახის ნერგებს, რომელთაც გავლილი აქვთ სერტიფიცირების პროცედურები და ეტიკეტირებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან რომელთაც გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისობის შეფასების დოკუმენტი (სერტიფიკატი) და ნიშანდება (ეტიკეტი).

ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ დანართით N2  განსაზღვრული ხარჯები.

გავრცელების არეალი

ქვეკომპონენტის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.

პროექტის განხორციელების ვადა

სააგენტო ბენეფიციარს განუსაზღვრავს პროექტის შესრულების ვადას.

პროექტის შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეს

განსაზღვრულ ვადაში პროექტის შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტო წყვეტს ბენეფიციართან გაფორმებულ ხელშეკრულებას. 

კრიტერიუმები და ვალდებულებები

მრავალწლოვანი კულტურების სახეობები, რომლებიც შესაძლებელია, გაშენდეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იხილეთ დანართში N3

სავალდებულოა:

  • სერტიფიცირებული სარგავი მასალის გაშენება და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა;

მოთხოვნილი სერტიფიცირებული სანერგე მასალის მახასიათებლები იხილეთ დანართში N1

  • ქვეკომპონენტის ფარგლებში დასაშვებია მხოლოდ სერტიფიცირებული სარგავი მასალის შეძენა − ნერგი, რომელსაც გავლილი აქვს სერტიფიცირების პროცედურები და ეტიკეტირებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან რომელსაც გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სხვა ქვეყნის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების) შესაბამისობის შეფასების დოკუმენტი (სერტიფიკატი) და ნიშანდება (ეტიკეტი).
  • ბაღი მოეწყოს არანაკლებ 1 ჰა-ზე;
  • მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფილი იყოს წყლით ან მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით უნდა არსებობდეს პერმანენტული წყლის წყარო: ტბა, მდინარე, არხი, ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე უნდა იყოს ჭა ან ჭაბურღილი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პროექტით გათვალისწინებულია ჭის/ჭაბურღილის მოწყობა);

    მიწის ნაკვეთის წყლით უზრუნველყოფის კრიტერიუმები და მეთოდოლოგია გამოქვეყნდება მოგვიანებით.  

  • წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი კულტურების სერტიფიცირებული სარგავი მასალის 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა. აღნიშნული იხილეთ  დანართში N4

  • მიწის ნაკვეთებზე, რომელზეც დაგეგმილია პროექტის განხორციელება, უნდა იქნეს წარმოდგენილი სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული ცნობა პროექტით გათვალისწინებული ყველა კულტურისათვის ნაკვეთის ნიადაგის ვარგისობისა და შესაბამისობის შესახებ, რომელიც გაიცემა ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე (გარდა ქოთნებში გასაშენებელი ლურჯი მოცვისა);
  • ნიადაგის ვარგისობისა და შესაბამისობისათვის საჭირო ჩასატარებელი ანალიზების ჩამონათვალი გამოქვეყნდება მოგვიანებით. 
  • ბენეფიციარი ვალდებულია, თანადაფინანსების გაცემამდე უზრუნველყოს შესაბამისი ნერგების, სულ მცირე, 90%-იანი გახარების მაჩვენებელი.

მიწის ნაკვეთები, რომლებზეც უნდა განხორციელდეს პროექტი, შესაძლებელია რეგისტრირებული იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, თუ ვერ ხერხდება მათი გაერთიანება გეოგრაფიული მდებარეობის და/ან სხვა ფაქტორის გამო.

მიწის ნაკვეთებზე უნდა მოეწყოს ერთიანი სარწყავი სისტემა და უნდა ემსახურებოდეს ერთ ან რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გაშენებულ მრავალწლოვან ბაღს.

სარწყავი სისტემის კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს ერთი ტუმბოსა და წყლის დაგროვების ერთი ავზისგან, ასევე სხვა მაკომპლექტებლებისგან.

არსებულ მრავალწლოვან ბაღებზე სეტყვისაგან დამცავი სისტემების, ჭის/ჭაბურღილის და წაყინვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა 

აღნიშნული მიმართულებებით თანადაფინანსების მისაღებად, მრავალწლოვანი ბაღი უნდა  იყოს გაშენებული მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების მიმართულების კრიტერიუმების შესაბამისად  და მოწყობილი იყოს წვეთოვანი სარწყავი სისტემა.

ჭის/ჭაბურღილის მოწყობის თანადაფინანსების მიმართულების ფარგლებში: 

ერთი პროექტის შემთხვევაში ფინანსდება ერთი ჭა/ჭაბურღილი.

ჭის/ჭაბურღილის მოწყობისათვის თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარის მიერ წარდგენილი იქნება სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს  ან აუდიტის დასკვნა, რითაც დადასტურდება:

  • ჭის/ჭაბურღილის მოწყობის მიზნობრიობის შესრულება;
  • ჭის/ჭაბურღილის წყლის საკმარისი დებეტის არსებობის ფაქტი;
  • ასევე, ლაბორატორიის დასკვნის საფუძველზე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კველევით ცენტრის მიერ გაცემული ცნობა  წყლის სარწყავი მიზნებისთვის ვარგისობის შესახებ. 

ჭიდან/ჭაბურღილიდან მისაღები წყლის საჭირო დებეტსა და სარწყავი წყლის ხარისხის შეფასების მახასიათებლები გამოქვეყნდება მოგვიანებით.  

ჭის/ჭაბურღილის მოწყობის თანადაფინანსება გაიცემა მას შემდეგ, რაც წარდგენილი იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ.


ზოგადი პირობები:

  • მონაწილეობას შეძლებენ ის პოტენციური ბენეფიციარები, რომლებსაც არ აქვთ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სახელშეკრულებო დარღვევა ან/და სასამართლო დავა.
  • წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება უნდა მოიცავდეს ქვეკომპონენტის შესაბამისად დასაშვები ხარჯების მთლიან ოდენობას.
  • შესაძლებელია დაფინანსდეს აუდიტორული დასკვნის საფასური, თანადაფინანსება შეადგენს პროექტის ღირებულების არაუმეტეს 1%, მაგრამ არაუმეტეს 20,000 ლარს. თანადაფინანსების თანხა გათვალისწინებული იქნება ბენეფიციარზე გასაცემი სააგენტოს თანადაფინანსების ლიმიტში. 
  • ბენეფიციარის მიერ პროექტით გათვალისწინებული ნებისმიერი შესყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან ან/და იმპორტის გზით.
    მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია შესყიდვა განხორციელდეს ფიზიკური პირისგანაც.
  • შესასყიდი ძირითადი საშუალებები (დანადგარი/აღჭურვილობა/ტექნიკა/იმპლემენტი) უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი). 
  • ქვეკომპონენტის ფარგლებში, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე და/ან მის ნაწილზე მონაწილეობის მიღება დასაშვებია არაუმეტეს ორჯერ. 

    ორივე შემთხვევაში სრულად უნდა იყოს შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც დადასტურებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ. თითოეულ მონაწილეობის შემთხვევებს შორის დაცული უნდა იყოს არანაკლებ ხუთწლიანი შუალედი, რომელიც აითვლება წინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების თარიღიდან.

    იგივე პირობა ვრცელდება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც წარმოიქმნა აღნიშნული ნაკვეთის დაყოფის და/ან გაერთიანების შედეგად, მიუხედავად მათი შემდგომი დაყოფის და/ან გაერთიანებისა.
  • პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამაში მონაწილეობას და ბენეფიციარზე თანადაფინანსება არ გაიცემა თუ: 
    • პოტენციური ბენეფიციარი ან არსებული ბენეფიციარი, მისი დამფუძნებელი, მეპაიე ან აქციონერი, ფლობს წილს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირში, რომელიც პროექტის ფარგლებში წარმოადგენს შესაბამისი საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებელს;
    • თავად ინდივიდუალური მეწარმე წარმოაჩენს საკუთარ თავს საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებლად;
    • პოტენციური ბენეფიციარი/ბენეფიციარი ან მისი წარომადგენელი არის ხელმძვანელი საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებელ კომპანიაში. 
    • ის ბენეფიციარები, ვისთანაც გაფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება, თანადაფინანსებას მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში არ ექნებათ მიმდინარე სახელშეკრულებო დარღვევა ან/და სასამართლო დავა.

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში უკვე დაფინანსებულ მიწის ნაკვეთებზე და/ან მის ნაწილზე, ქვეკომპონენტის ფარგლებში მონაწილეობა დასაშვებია იმ მიწის ნაკვეთებზე და/ან მის ნაწილზე, აგრეთვე მათგან დაყოფის და/ან გაერთიანების  შედეგად წარმოქმნილ მიწის ნაკვეთებზე, მიუხედავად მათი შემდგომი დაყოფისა და/ან გაერთიანებისა, რომლებთან დაკავშირებითაც სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“ შესაბამისი კომპონენტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურებიდან გასულია ხუთი წელი. 

 

ზოგადი ვალდებულებები

ბენეფიციარი ვალდებულია:  

  • თანადაფინანსების გაცემის დღიდან 3 წლის განმავლობაში, არ გაასხვისოს პროექტის ფარგლებში შექმნილი და დაფინანსებული ქონება, ასევე აღნიშნული ქონების ნაწილი ან მასთან დაკავშირებული აქტივები და მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდა პროექტი.  

დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო წყვეტს ხელშეკრულებას და ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული თანადაფინანსების თანხის დაბრუნება.

  • თანადაფინანსების გაცემის დღიდან 3 წლის განმავლობაში, უზრუნველყოს პროექტის ფუნქციონირება მხოლოდ იმ მიზნობრიობისა და პროფილის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია პროგრამითა და/ან ხელშეკრულებით.
  • უზრუნველყოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით ინფორმაციის სააგენტოსთვის წარდგენა პროექტის მიმდინარეობის შესახებ. 

ზემოაღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში სააგენტო წყვეტს ხელშეკრულებას და ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული თანადაფინანსების თანხის დაბრუნება  ან სააგენტო უფლებამოსილია განუსაზღვროს ბენეფიციარს დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. 

შესაბამისობის კრიტერიუმები

მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება პროექტის განხორციელება პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს  საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში ან იჯარით, რომელიც:

  • რეგისტირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან/და მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით.
  • იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 წელს 
  • მიწის ნაკვეთს არ უნდა ედოს ყადაღა, ასევე, სახელმწიფოსგან საპრივატიზებო პირობებით შეძენის შემთხვევაში,  საპრივატიზებო პირობები უნდა იყოს სრულად შესრულებული და მიწის ნაკვეთი უნდა წარმოადგენდეს შემძენის უპირობო საკუთრებას.  

პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დავალიანების ოდენობა არ აღემატება 1,000 ლარს ან საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.

თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ეტაპები

მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების მიმართულებით წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

სეტყვისაგან დამცავი სისტემების თანადაფინანსების მიმართულებით წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

ჭის/ჭაბურღილის მოწყობის თანადაფინანსების მიმართულებით წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

წაყინვის საწინააღმდეგო სისტემების თანადაფინანსების მიმართულებით წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

 

თანადაფინანსება გაიცემა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულებების შესრულება დადასტურდება წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნითა და სააგენტოს მიერ ადგილზე კონტროლის  განხორციელებით. 

არანაკლებ 500,000 ლარის პროექტის ღირებულების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია თანადაფინანსების გაცემამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდა  პროექტი დატვირთოს  იპოთეკით სააგენტოს სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

ამავდროულად, დასაშვებია სააგენტოს იპოთეკა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია სესხის გამცემი ბანკი. 

აღნიშნული პირობა არ ვრცელდება სახელმწიფო იჯარის შემთხვევაში.  

სააგენტო უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განახორციელოს ადგილზე კონტროლი და დოკუმენტური მონიტორინგი.


 

 

სიახლეები