ქვეკომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარზე სესხები გაიცემა ერთწლოვანი კულტურების ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად:
- სათესი და სარგავი მასალის მიმდინარე ხარჯებისთვის;
- პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯებისთვის;
- შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის;
- სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯებისთვის;
- ერთწლოვანი სარწყავი მილების ხარჯებისთვის.
სესხის გაცემა დაიშვება ყოველი წლის 1 თებერვლიდან ამავე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე.
ქვეკომპონენტით სარგებლობისთვის პოტენციური ბენეფიციარი უნდა დარეგისტრირდეს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში.
გავრცელების გეოგრაფიული არეალი
კომპონენტის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.
ბენეფიციარზე ერთ სეზონზე გაცემული სესხის თანხა: არანაკლებ 10,000 ლარიდან არაუმეტეს 100,000 ლარის ჩათვლით
მარცვლეული კულტურების შემთხვევაში: არანაკლებ 10,000 ლარიდან არაუმეტეს 300,000 ლარის ჩათვლით
წლიური საპროცენტო განაკვეთი: საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარზე გაცემული სესხის სარგებლობისათვის არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს
სესხის ვადისა და გადახდის გრაფიკის განსაზღვრა ხდება ბენეფიციარისა და კრედიტის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე.
სააგენტოს მიერ სესხის პროცენტის თანადაფინანსება: არაუმეტეს 12 თვე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით.
სესხის პროცენტის თანადაფინანსების გაცემა მოხდება სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 14 თვის განმავლობაში.
სესხის თანადაფინანსება გაიცემა მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს სესხის მიზნობრივად ხარჯვას, სესხის (გარდა რეფინანსირებული სესხებისა) გაცემიდან 12 თვის ვადაში აუდიტორული დასკვნის საფინანსო ინსტიტუტში წარდგენით.
ერთწლოვანი კულტურების ერთი საოპერაციო წლის მოვლა-მოყვანის მაქსიმალური ხარჯი 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით იხილეთ დანართში N15.
მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სესხის თანხის ინვესტირება, უნდა იყოს მსესხებლის საკუთრებაში, თანასაკუთრებაში ან სარგებლობაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თანასაკუთრების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს თანამესაკუთრეების თანხმობა სესხის თანადაფინანსების ვადის განმავლობაში ქონებით სარგებლობის თაობაზე, ხოლო სარგებლობის შემთხვევაში, მისი მოქმედების ვადა არ უნდა იყოს სესხის თანადაფინანსების ვადაზე ნაკლები.
სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივის შემთხვევაში, დაშვებულია, სესხის თანხის ინვესტირება განხორციელდეს კოოპერატივის წევრთა/მეპაიეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.
ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხზე (გარდა რეფინანსირებული სესხებისა) ბენეფიციარი ვალდებულია, სესხის გაცემიდან 12 თვის ვადაში მომსახურე საფინანსო ინსტიტუტში წარადგინოს აუდიტორული დასკვნა სესხის მიზნობრივად ხარჯვის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთწლოვანი კულტურების ერთი საოპერაციო წლის მოვლა-მოყვანის მაქსიმალურ ხარჯს 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით.
სესხის ის პირობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლით, დარეგულირდება შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის კომპონენტის თანადაფინანსების განსაზღვრული პირობებით.
შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის კომპონენტის ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის ქვეკომპონენტის ფარგლებში ვალდებულებების შესრულების დადასტურებისთვის განხორციელდება ადგილზე კონტროლი.
ზოგადი პირობები
- ბენეფიციარის მიერ პროექტით გათვალისწინებული ნებისმიერი შესყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ თანადაფინანსების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან ან/და იმპორტის გზით.
მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია შესყიდვა განხორციელდეს ფიზიკური პირისგანაც. - პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამაში მონაწილეობას და ბენეფიციარზე თანადაფინანსება არ გაიცემა თუ:
- პოტენციური ბენეფიციარი ან არსებული ბენეფიციარი, მისი დამფუძნებელი, მეპაიე ან აქციონერი, ფლობს წილს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირში, რომელიც პროექტის ფარგლებში წარმოადგენს შესაბამისი საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებელს;
- თავად ინდივიდუალური მეწარმე წარმოაჩენს საკუთარ თავს საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებლად;
- პოტენციური ბენეფიციარი/ბენეფიციარი ან მისი წარომადგენელი არის ხელმძვანელი საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებელ კომპანიაში.
პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები
პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს :
- ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში.