პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პირველადი წარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ თანადაფინანსების სახით მიიღონ მიზნობრივი ფულადი რესურსი. 

თანადაფინანსების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა დააკმაყოფილოს პროგრამითა და ამ კომპონენტით გათვალისწინებული პირობები. 

პირველადი წარმოების თანადაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს: 

  • მრავალწლოვანი კულტურების გაშენების ქვეკომპონენტს;
  • სასათბურე მეურნეობის  მოწყობის ქვეკომპონენტს;
  • მსხვილფეხა მეცხოველეობის  ფერმის მოწყობის ქვეკომპონენტს;
  • წვრილფეხა მეცხოველეობის  ფერმის მოწყობის ქვეკომპონენტს;
  • მეფრინველეობის  ფერმის მოწყობის ქვეკომპონენტს;
  • საფუტკრე მეურნეობის მოწყობის ქვეკომპონენტს;
  • მტკნარი წყლის აკვაკულტურის და/ან მარიკულტურის მეურნეობის მოწყობის ქვეკომპონენტს.

კომპონენტით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან  მეწარმე იურიდიულ პირს, რომელშიც  სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას. 

ამასთანავე, აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი დარეგისტრირდეს:

  • ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში
  • სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში

პროექტისთვის, რომელიც თანადაფინანსდება პირველადი წარმოების კომპონენტის ფარგლებში, დამატებით შესაძლებელია შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტის ფარგლებში  დამტკიცებულ სესხზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიღება.

გავრცელების არეალი

კომპონენტის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.

 

სიახლეები