კომპონენტი ითვალისწინებს არსებული სასაკლაოს გაფართოების/მოდერნიზების ან ახალი სასაკლაოს მოწყობის თანადაფინანსებას.
კომპონენტით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან მეწარმე იურიდიულ პირს, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.
ამასთანავე, აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი დარეგისტრირდეს:
- ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში
- სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში
პროექტისთვის, რომელიც თანადაფინანსდება სასკლაოს მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, დამატებით შესაძლებელია შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულ სესხზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიღება.
გავრცელების გეოგრაფიული არეალი
კომპონენტების ფარგლებში გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.
სააგენტოს თანადაფინანსება:
არსებული სასაკლაოს გაფართოების/მოდერნიზების შემთხვევაში - წარმოდგენილი პროექტის ჯამური თანხის არაუმეტეს 50%, არაუმეტეს 150,000 ლარი;
ახალი სასაკლაოს მოწყობის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%, არაუმეტეს 700,000 ლარი.
სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ან მაღალმთიანი დასახლებების არსებული სასაკლაოს გაფართოების/მოდერნიზების შემთხვევაში − არაუმეტეს 55%, არაუმეტეს 150,000 ლარი, ხოლო ახალი სასაკლაოს მოწყობის შემთხვევაში − არაუმეტეს 55%, არაუმეტეს 700,000 ლარი.
პროექტის ჯამური თანხა:
არსებული სასაკლაოს გაფართოების/მოდერნიზების შემთხვევაში - არანაკლებ 50,000 ლარი;
ახალი სასაკლაოს მოწყობის შემთხვევაში − არანაკლებ 300,000 ლარი.
განსაზღვრული კრიტერიუმები და ხარჯები იხილეთ დანართში N16 .
დაფინანსდება მხოლოდ დანართით N16 განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ხარჯების შესაბამისად სასაკლაოს მოწყობა.
კრიტერიუმი და ვალდებულებები
სასაკლაოს მოწყობის კომპონენტში განაცხადის წარდგენისას (როგორც ახალი სასაკლაოს მოწყობის, ასევე არსებული სასაკლაოს გაფართოების ან მოდერნიზების შემთხვევაში) აუცილებელია წარადგინოთ სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს თანხმობა სასაკლაოს დაგეგმარებაზე.
დაგეგმარება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის №173 (2010 წლის 25 ივნისი) და №605 (2017 წლის 29 დეკემბერი) დადგენილებებით განსაზღვრულ სურსათის ჰიგიენისა და ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
ბენეფიციარმა თანადაფინანსების გაცემამდე უნდა წარმოადგინოს სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული აღიარება ან პირობითი აღიარება.
თანადაფინანსების გაცემამდე ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს, არსებული სასაკლაოს გაფართოების/მოდერნიზების ან ახალი სასაკლაოს მოწყობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განსაზღვრული დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სასაკლაოს დღიური წარმადობის შესახებ:
- მსხვილფეხა პირუტყვის შემთხვევაში − არანაკლებ 25
- წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში − არანაკლებ 100
- ღორის შემთხვევაში − არანაკლებ 100
- ფრინველის შემთხვევაში − არანაკლებ 600 სულზე
ბენეფიციარმა თანადაფინანსების გაცემის შემდეგ 3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად უზრუნველყოს სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
პროექტის განხორციელების ვადა
სააგენტო ბენეფიციარს განუსაზღვრავს პროექტის შესრულების ვადას.
პროექტის შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეს.
განსაზღვრულ ვადებში პროექტის შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტო წყვეტს ბენეფიციართან გაფორმებულ ხელშეკრულებას.
ზოგადი პირობები
- მონაწილეობას შეძლებენ ის პოტენციური ბენეფიციარები, რომლებსაც არ აქვთ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სახელშეკრულებო დარღვევა ან/და სასამართლო დავა.
- წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება უნდა მოიცავდეს კომპონენტის შესაბამისად დასაშვები ხარჯების მთლიან ოდენობას.
- შესაძლებელია დაფინანსდეს აუდიტორული დასკვნის საფასური, თანადაფინანსება შეადგენს პროექტის ღირებულების არაუმეტეს 1%, მაგრამ არაუმეტეს 20,000 ლარს. თანადაფინანსების თანხა გათვალისწინებული იქნება ბენეფიციარზე გასაცემი სააგენტოს თანადაფინანსების ლიმიტში.
- ბენეფიციარის მიერ პროექტით გათვალისწინებული ნებისმიერი შესყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან ან/და იმპორტის გზით.
მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია შესყიდვა განხორციელდეს ფიზიკური პირისგანაც. - შესასყიდი ძირითადი საშუალებები (დანადგარი/აღჭურვილობა/ტექნიკა/იმპლემენტი) უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი).
- პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამაში მონაწილეობას და ბენეფიციარზე თანადაფინანსება არ გაიცემა თუ:
- პოტენციური ბენეფიციარი ან არსებული ბენეფიციარი, მისი დამფუძნებელი, მეპაიე ან აქციონერი, ფლობს წილს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირში, რომელიც პროექტის ფარგლებში წარმოადგენს შესაბამისი საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებელს;
- თავად ინდივიდუალური მეწარმე წარმოაჩენს საკუთარ თავს საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებლად;
- პოტენციური ბენეფიციარი/ბენეფიციარი ან მისი წარომადგენელი არის ხელმძვანელი საქონლის და/ან მომსახურების მიმწოდებელ კომპანიაში.
- ის ბენეფიციარები, ვისთანაც გაფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება, თანადაფინანსებას მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში არ ექნებათ მიმდინარე სახელშეკრულებო დარღვევა ან/და სასამართლო დავა.
ვალდებულებები
ბენეფიციარი ვალდებულია:
- თანადაფინანსების გაცემის დღიდან 3 წლის განმავლობაში, არ გაასხვისოს პროექტის ფარგლებში შექმნილი და დაფინანსებული ქონება, ასევე აღნიშნული ქონების ნაწილი ან მასთან დაკავშირებული აქტივები და მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდა პროექტი.
დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო წყვეტს ხელშეკრულებას და ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული თანადაფინანსების თანხის დაბრუნება.
- თანადაფინანსების გაცემის დღიდან 3 წლის განმავლობაში, უზრუნველყოს პროექტის ფუნქციონირება მხოლოდ იმ მიზნობრიობისა და პროფილის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია პროგრამითა და/ან ხელშეკრულებით.
- მშენებლობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს პროექტის ფარგლებში შექმნილი შენობა/ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი.
- უზრუნველყოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით ინფორმაციის სააგენტოსთვის წარდგენა პროექტის მიმდინარეობის შესახებ.
ზემოაღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში სააგენტო წყვეტს ხელშეკრულებას და ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული თანადაფინანსების თანხის დაბრუნება ან სააგენტო უფლებამოსილია განუსაზღვროს ბენეფიციარს დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად.
პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები
მიწის ნაკვეთი სადაც იგეგმება პროექტის განხორციელება პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში ან იჯარით, რომელიც:
- რეგისტირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან/და მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით.
- იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 წელს
- მიწის ნაკვეთს არ უნდა ედოს ყადაღა, ასევე, ასევე, სახელმწიფოსგან საპრივატიზებო პირობებით შეძენის შემთხვევაში, საპრივატიზებო პირობები უნდა იყოს სრულად შესრულებული და მიწის ნაკვეთი უნდა წარმოადგენდეს შემძენის უპირობო საკუთრებას.
პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დავალიანების ოდენობა არ აღემატება 1,000 ლარს ან საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.
თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ეტაპები
სასაკლაოს მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
თანადაფინანსება გაიცემა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დადასტურდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი აუდიტორული დასკვნითა და სააგენტოს მიერ ადგილზე კონტროლის განხორციელებით.
მშენებლობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოთ საქართველოს კანონმდებლობით გაცემული მშენებლობის ნებართვა.
არანაკლებ 200,000 ლარის ღირებულების სამშენებლო/სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა დასტურდებოდეს:
- სსიპ - აკრედიტაციის ეროვნულო ორგანოს (აკრედიტაციის ცენტრის) მიერ აკრედიტირებული პირის დასკვნით
ან - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით
არანაკლებ 500,000 ლარის პროექტის ღირებულების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია თანადაფინანსების გაცემამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდა პროექტი დატვირთოს იპოთეკით სააგენტოს სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამავდროულად, დასაშვებია სააგენტოს იპოთეკა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია სესხის გამცემი ბანკი.
სააგენტო უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განახორციელოს ადგილზე კონტროლი და დოკუმენტური მონიტორინგი.