ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხი გაიცემა ტექნიკის და/ან იმპლემენტის შესასყიდად.
ქვეკომპონენტით სარგებლობისთვის აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი დარეგისტრირდეს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში.
გავრცელების გეოგრაფიული არეალი
ქვეკომპონენტის განხორციელების გეოგრაფიული არეალია ახმეტის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, თელავის, თიანეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები.
ქვეკომპონენტის კრიტერიუმები
ტექნიკის და/ან იმპლემენტის შესაბამისობა უნდა დასტურდებოდეს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით.
შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
იმპლემენტის შესყიდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარს/ბენეფიციარს რეგისტრირებულ საკუთრებაში გააჩნია სათანადო დოკუმენტაციით დადასტურებული შესაბამისი ტექნიკა ან გაცემული სესხის მიზნობრიობას წარმოადგენს შესაბამისი ტექნიკ(ებ)ისა და იმპლემენტ(ებ)ის ერთობლივი შესყიდვა.
ტექნიკის და/ან იმპლემენტის შესყიდვა შესაძლებელია ადგილობრივ ბაზარზე (საქართველოში რეგისტრირებული ინდმეწარმისგან ან/და იურიდიული პირისგან) ან იმპორტის გზით.
შესასყიდი ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლოატაციაში არმყოფი), კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ პირობას:
- ტექნიკის შესყიდვის მომენტში უნდა მოქმედებდეს ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის მიერ გაცემული გარანტია;
- ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 3 კალენდარული წლით ადრე.
ბენეფიციარი ვერ მოახდენს სესხით შესყიდული ტექნიკის და/ან იმპლემენტის გასხვისებას ან გაყვანას საქართველოს საზღვრის გარეთ სააგენტოს მიერ სესხზე საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების პერიოდის განმავლობაში.
სესხის თანხის ლიმიტი: 7,000 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით.
სააგენტოს მიერ არაუმეტეს 36 თვის სესხის პროცენტის თანადაფინანსება მოხდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 38 თვის განმავლობაში, ამასთან, სესხის თანადაფინანსება გაიცემა მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს სესხის მიზნობრივად ხარჯვას.
თუ აღნიშნულ ვადაში ბენეფიციარმა არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა, სააგენტოს მხრიდან შეწყდება თანადაფინანსების შეთანხმება.
სესხის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე. სესხის საპროცენტო განაკვეთი შესაძლებელია, იყოს ფიქსირებული ან მცურავი (ცვლადი):
ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:
| სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
| 7,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს 18%-ისა |
| 150,001 ლარიდან 600,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს 17%-ისა |
| 600,001 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს 16%-ისა |
მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:
| სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
| 7,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8%-ისა |
| 150,001 ლარიდან 600,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7%-ისა |
| 600,001 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6%-ისა |
ბენეფიციარი ვალდებულია, სესხის (გარდა რეფინანსირებული სესხებისა) გაცემიდან 12 თვის ვადაში სესხის ხარჯვის მიზნობრიობის დასადასტურებლად საფინანსო ინსტიტუტში წარადგინოს აუდიტორული დასკვნა.
თუ აღნიშნულ ვადაში ბენეფიციარმა არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა, სააგენტოს მხრიდან შეწყდება თანადაფინანსების შეთანხმება.
სესხის ის პირობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ქვეკომპონენტში, დარეგულირდება შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტის განსაზღვრული პირობებით.
პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები
პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დავალიანების ოდენობა არ აღემატება 1,000 ლარს ან საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.