სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ფორუმის „ძლიერი კავშირები მიწოდების ჯაჭვში“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით დავით წითლიძემ  და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დირექტორმა ლუიზა ნამიჩეიშვილმა გახსნეს.

დარგობრივი ასოციაციების, აკადემიური წრეების,  ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გამართული ფორუმი სოფლის მეურნეობის წარმოების ჯაჭვის მონაწილეებს შორის  კავშირების გამყარების აუცილებლობის მნიშვნელობას მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის დარგობრივ ასოციაციებსა და ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი დარგობრივი ასოციაციებისა და ორგანიზაციების საერთო გამოწვევებისა და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლივ განხილვა-გადაწყვეტას ითვალისწინებს.  

ღონისძიება გაერთიანება „აგროსერვისის“ ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს

სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს...
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...