პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პროგრამის პირობები

  • პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300,000 ლარს და არაუმეტეს 1,000,000 ლარს.
  • სააგენტოს დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება წარდგენილი პროექტის (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის) ჯამური ღირებულების არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 600,000 ლარისა, ამასთან პროექტის ჯამური ღირებულების (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის) არაუმეტეს 30% უნდა მოხმარდეს სესხის 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს მომდევნო 26 თვის განმავლობაში.
  • პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 80% უნდა მოიცავდეს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შექმნას/შესყიდვას.
  • ბენეფიციარი ვალდებული იქნება პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსების თანხის  ყოველ 40,000 ლარზე დამატებით დაასაქმოს  არანაკლებ 1 ადამიანი, რაც უნდა დასტურდებოდეს დაფინანსების შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. 
  • სააგენტო მოახდენს ბენეფიციარის დაფინანსების თანხის განთავსებას სესხის გამცემ კომერციულ ბანკებში ამ მიზნისთვის გახსნილ სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდება როგორც სესხის პროცენტის დაფინანსება დადგენილი გადახდის გრაფიკის და პროგრამის პირობების შესაბამისად, ასევე დაფინანსება სესხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 30%-ის ოდენობით, მას შემდეგ რაც ბენეფიციარი მოახდენს სესხი თანხის მიზნობრივად ხარჯვის და მასთან გაფორმებული დაფინანსების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დადასტურებას პროგრამის პირობების შესაბამისად.