პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პროგრამის შესახებ

პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელ.ფოსტის მეშვეობით pilotregions@rda.gov.ge

თუ გსურთ ახალი საწარმოების შექმნა, ასევე არსებული საწარმოების გაფართოება ან/და გადაიარაღება, შეგიძლიათ ისარგებლოთ სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსების პროგრამით.

პროგრამა ხორციელდება 4 საპილოტე რეგიონში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

პროგრამის მიზანი 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, რეგიონული უთანაბრობების შემცირებასა და ტერიტორიულ განვითარებას.

პროგრამის ამოცანა

ა) ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მიზნობრივ რეგიონებში პროექტების დაფინანსების გზით;

ბ) მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება.

საქართველოს მთავრობის განკარგულება

მონაცემები